Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.03.2016

 

 

 

 

 

 

 

 

17-წლამდელთა ელიტრაუნდის მონაწილენი "ზესტაფონის" თბილისურ ბაზაზე

 

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 15, 17 და 20 მარტს საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩების გამართვა უწევს - ჯგუფურ ეტაპს, რომელშიც ქართველ ჭაბუკებთან ერთად, მათი რუსი, იტალიელი და ბოსნიელი თანატოლები მონაწილეობენ, თბილისი მასპინძლობს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებზე გაიმართება.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის მკითხველთათვის საინტერესო სიახლე კი ის გახლავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტურნირის მიმდინარეობისას, სტუმართა გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ბაზის მინდვრებზე ივარჯიშებენ.

 

აქვე უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ 17-წლამდელთა მოახლოვებული ტურნირის მონაწილე პირველი გუნდი, რომელმაც "ზესტაფონის" თბილისური ბაზა "დააგემოვნა", რუსეთის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები გახლდათ - ჩრდილოელები, რომლებთანაც ცალკე შეთანხმებაც კი შედგა, 7-13 მარტს, იმერელთა სპორტული კომპლექსის მწვანე საფარზე ტურნირის წინა შეკრება გაიარეს. უშუალოდ ელიტრაუნდის მსვლელობისას კი, რუსებთან ერთად, ბაზაზე მათი იტალიელი და ბოსნიელი თანატოლებიც ივარჯიშებენ.

 

სიამოვნებით უნდა ავღნიშნოთ, რომ მთელი ამ შეკრების მანძილზე რუსეთის 17-წლამდელების დამრიგებელი სერგეი მატვეევი არ მალავდა კმაყოფილებას ზესტაფონელთა ბაზაზე მოედნების საფარის ხარისხისა და სავარჯიშო პირობების გამო. ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც რუსი ჭაბუკების გუშინნდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

გამოყენებულია თაკო კოკაიას მიერ მოწოდული ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016