საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მხარდამჭერ აქციას ახლო წარსულში მარგველთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ჩვენი გუნდის რიგებში 2005 წლის ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი გიორგი სომხიშვილი შეუერთდა - გამოცდილი მეკარე თავის ყოფილ კლუბს თანადგომას უცხადებს და ქართულ ფეხბურთში მალე დაბრუნებას უსურვებს.
ჩვენ კი გიორგი სომხიშვილის მიერ სპეციალურად ჩვენი საიტისთვის ჩაწერილ ვიდეომიმართვას გთავაზობთ...