Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.03.2016

 

 

 

 

 

 

 

 

გაზაფხული "დავით აბაშიძეზე"

 

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" შორის გაფორმებული სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულების პირობების თანახმად, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე ეროვნული პირველობის შეხვედრები იმართება...

 

ჩვენი საიტის მომხმარებელმა უკვე იცის, რომ თერჯოლის "საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატის ორი საშინაო შეხვედრა სწორედ "დავით აბაშიძეზე" ითამაშა. გუშინ კი ზესტაფონში მეტოქეს უკვე "ტორპედომ" უმასპინძლა - ქუთათურებმა ბათუმის "დინამო" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხეს.

 

13 და 19 მარტს "დავით აბაშიძეზე" ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრებს ისევ თერჯოლელები გტამართავენ. 28 მარტს კი ჩვენი ქალაქის მთავარი არენა საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს.

 

დღეს "დავით აბაშიძეზე" გუშინდელი მატჩისშემდგომი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ კი ამ სამუშაოებისა და ჩვენი სტადიონის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს სიამოვნებით გთავაზობთ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016