მიმდინარე წლის 29 თებერვალს ტელეკომპანია "რიონის" ეთერში გავიდა რამაზ ჩხიკვაძის საავტორო გადაცემა "არენა", რომელშიც გადაცემის სტუმარმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართულ ფეხბურთში სადღეისოდ არსებულ ვითარებაზე, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
გთავაზობთ გუშინდელი გადაცემის სრულ ვიდეოჩანაწერს... ვფიქრობთ, ჩვენი საიტის ერთგული მომხმარებლისათვის განსაკუთრებით საინტერესო ის მონაკვეთი (25:13-დან) უნდა იყოს, რომელშიც მინისტრი როგორც ზოგადად იმერულ ფეხბურთზე, ასევე უშუალოდ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ამ ვითარების დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობს...