Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.02.2016

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

"დავით აბაშიძეზე" თამაში "ტორპედოსაც" სურს

 

 

 

 

 

 

ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონთან" სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და კლუბის ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების უფლებით გააფორმა. 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ გარიგების შედეგად დაინიშნა "დავით აბაშიძეზე".

 

ამავე შეთანხმებით, ზესტაფონში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიც გაიმართება. მაგალითად, თერჯოლის "საპოვნელა", რომელიც პირველი წრის მატჩებს ქუთაისში ატარებდა, ახლა მეტოქეებს მაისამდე სწორედ ზესტაფონში უმასპინძლებს.

 

როგორც გაირკვა, "დავით აბაშიძეზე" თამაში ქუთაისის "ტორპედომაც" მოინდომა. ამჟამად, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე საფარს ამუშავებენ და საწყის ტურებში ქუთაისელები მეტოქეს საკუთარ სტადიონზე ვერ მიიღებენ. მეორე წრის პირველ საშინაო მატჩში ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა "ზუგდიდი" მარტვილში მიიღეს...

 

"ტორპედომ" უკვე მიმართა "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთის ფედერაციას, რომ 6 მარტს, ბათუმის "დინამოსთან" თამაშის უფლება "დავით აბაშიძეზე" დართონ...

 

მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2016