Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

13.08.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ამხანაგური მატჩი "სამგურალთან"

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 13 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, ამხანაგური მატჩი გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი პირველი ლიგის წარმომადგენელს, წყალტუბის ”სამგურალს” დაუპირისპირდა.

 

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას "ზესტაფონის" რიგებში ერთბაშად 10 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია - მცირე ტრავმების გამო თავის გუნდს გიორგი ფანცულაია და კახა მეშველიანი ვერ ეხმარებოდნენ.

 

როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მატჩს 150-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

 

”ზესტაფონი”: კუპატაძე (პავლოვიჩი, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), რობაქიძე (ფერეირა, 46), გაგოშიძე (თედორე გრიგალაშვილი, 46), კაკულია (ენდელაძე , 46), ვაჭარაძე (ჭანტურიშვილი, 46), ჭანკოტაძე, სამუშია (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (გვალია, 46), კანდელაკი ( კაპანაძე, 46), მიქელთაძე (დვალი, 46).

 

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 7-1 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი დემურ კანდელაკმა, ბექა მიქელთაძემ, გურამ სამუშიამ, გიორგი ჭანკოტაძემ, ლევან შარიქაძემ, რენე ფერეირამ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს, წყალტუბოელთაგან კი მატჩის ბოლო წუთებზე თავი ბექა ბიბილაშვილმა გამოიჩინა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014