06.08.2014
”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას შეუდგა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების სტარტისათვის მზადებას შეუდგა. დღეს, 6 აგვისტოს, გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და ვარჯიშს შეუდგა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ვარჯიშმა, რომელიც დღეს იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა, მედიის მხრიდან საკმაო ინტერესი გამოიწვია - ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი გადამღები ჯგუფები ესტუმრნენ...
უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში იმერულ კლუბში მომხდარი ცვლილებების შედეგად და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ზესტაფონელთა რიგები დატოვეს გიორგი გურულმა, გიორგი კუხიანიძემ, ზაზა ჭელიძემ, გრიგოლ დოლიძემ, რევაზ გეწაძემ და დიმიტრი ტატანაშვილმა...
იმერელთა დამრიგებლის გიორგი გეგუჩაძის განკარგულებაში სადღეისოდ შემდეგი ფეხბურთელები გახლავთ: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ავთო ენდელაძე, მალხაზ გაგოშიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან შარიქაძე, მიხეილ სარდალიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა გვალია, ჯაბა დვალი, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშეს "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა დავით რაჟამაშვილმა და გურამ სამუშიამ, რომლებიც იმერელთა რიგებს სხვა კლუბებში გატარებული სეზონის შემდეგ დაუბრუნდნენ. პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს ახალგაზრდა ბექა მიქელთაძემ და დემურ კანდელაკმა, რომლებიც შარშან მარგველთა დუბლშემადგენლობის ღირსებას იცავდნენ.
ევროპული კომპანიის ნაადრევად დასრულების შემდეგ, ზესტაფონელებს ყურადღება შიდა ასპარეზზე გადააქვთ. 9 აგვისტოს, საქართველოს რიგით XXVI ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში, ზემოიმერლები ლანჩხუთს "გურიას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური მარგველთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...
|