Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

31.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე: იდეისთვის ცხოვრებაში ბევრი რამ გამიწირავს

 

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე
 

"ზესტაფონში" მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება.... "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს გიორგი გეგუჩაძეს 30 ივლისს უნდა გამოეტანა ვერდიქტი საკუთარი მომავლის თაობაზე, მაგრამ ჯერაც ფიქრობს...

- "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია უცხოეთშია და საბოლოო გადაწყვეტილებას მისი დაბრუნების შემდეგ მივიღებ.

არ არის ასე იოლი, ადგე და წახვიდე. სულ ვამბობ, რომ "ზესტაფონთან" მუშაობის გაგრძელება მსურს. მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროთ, საით მიდის გუნდი, რა არის მისი მიზანი, რა მოეთხოვება მის მწვრთნელს...

ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი - უნდა დაველოდოთ ბატონი ილიას ჩამოსვლას. გასაგებია, რომ დელიკატური სიტუაციაა. თქვენიც მესმის - გინდათ ზუსტი ინფორმაცია, გინდათ, რომ მეტი იცოდეთ, მაგრამ ჯერ მეც არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება.

- გამოდის, რომ ისევ "ზესტაფონის" მწვრთნელი ხართ...
- კი, ასეა - ვარ...

- რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ "ზესტაფონში" დარჩეთ?
- საწყენია, ასე რომ განვითარდა პროცესები, მაგრამ ეს დასასრული არ არის. ფინანსების მხრივ ძველებურად რომ ვეღარ ვიქნებით, ეს ფაქტია, მაგრამ ფული ჩემთვის ცხოვრებაში არასოდეს ყოფილა მთავარი. იდეისთვის ბევრი რამ გამიწირავს და თან - არაერთხელ.

ჩემთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ის, რომ "ზესტაფონი" ჩაებას საქართველოს ჩემპიონატში. უნდა ვიცოდეთ, როგორ და სად იცხოვრებს გუნდი, როგორ გადაადგილდება, სად ივარჯიშებს... ამ ნიუანსებისგან შედგება ფეხბურთი. უნდა ვიცოდე, რომ არსებობს რამდენიმეწლიანი პროგრამა. ამ პროგრამის ფინიშისკენ სვლა შემიძლია გეგმაზომიერად.

- მაშ, ელოდებით ილია კოკაიას დაბრუნებას... "ზესტაფონის" გულშემატკივრებს, ალბათ, იმედი აქვთ, რომ გზის დასაწყისში არ მოგიწევთ საქმის მიტოვება...
- მე მინდა, რომ "ზესტაფონი" არ დაიშალოს და ერთად ავაშენოთ კონკურენტუნარიანი გუნდი.

 


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014