2014 წლის 24 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” 2014-2015 წლის უეფას ევროპალიგის მეორე ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გამართა. სლოვაკეთის ქალაქ ზლატე მორავცეს სტადიონ "ვიონზე" ერთმანეთს ტრნავას "სპარტაკი" და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი იმერლები დაუპირისპირდნენ.
მატჩი სტუმართათვის ძალიან მძიმედ დაიწყო - უკვე 4-ე წუთზე "სპარტაკი" გუნდის კაპიტანმა მარეკ იანეჩკამ დააწინაურა. მანვე პირველი ტაიმის მიწურულს (43-ე წუთი) უძლიერესი დარტყმით კიდევ ერთხელ აიღო ბოიან პავლოვიჩის კარი და მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ზესტაფონელები ოდნავ გააქტიურდნენ და შეეცადნენ თამაშში გარდატეხის შეტანა. თავის მხრივ, მასპინძლებმა უკან დაიხიეს და ბურთი სტუმრებს დაუთმეს, თავად კი თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს. "სპარტაკის" ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა და 59-ე წუთზე, მას შემდეგ რაც მატჩის თურქმა არბიტრმა რენე ფერეირას მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის "ზესტაფონის" კარში პენალტი დანიშნა, ერიკ საბომ ანგარიში სამამდე გაზარდა.
დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. მასპინძელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0. "ზესტაფონმა" კი ევროარენაზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა...