Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

19.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"სპარტაკი"-"ზესტაფონის" საპასუხო მატჩს თურქები იმსაჯებენ

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 2014 წლის 19 ივლისს, გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ვროპალიგის 2014-2015 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ტრნავას ”სპარტაკისა” და ”ზესტაფონის” წყვილის განმეორებით შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

24 ივლისს ქალაქ ზლატე მორავცეში გასამართი ქართულ-სლოვაკური დუელის მეორე დაპირისპირებას თურქი არბიტრი მეტე კალკავანი განსჯის.

 

უნდა ითქვას, რომ 34 წლის სტამბულელი რეფერი, რომელიც პროფესიით ინჟინერი გახლავთ, საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობას 2012-2013 წლების სეზონიდან შეუდგა - მეტე კალკავანს აქვს ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატებისა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზე მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, თურქ რეფერის უმსაჯია ევროპალიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებიც და უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრაც. თურქეთის სუპერლიგის მატჩებს მეტე კალკავანი 2010-2011 წლების სეზონიდან ემსახურება.

 

მთავარი არბიტრის ასისტენტთა მოვალეობას სერკან ოკი და ჩეიხუნ სესიგუზელი შეასრულებენ. სათადარიგო, მეოთხე არბოტრი კი ტაიფურ იოზკანი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ტრნაველებისა და ზესტაფონელების განმეორებითი მატჩი ქალაქ ზლატე მორავცეს სტადიონ "ვიონზე" გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:30 (თბილისის დროით 21:30) საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014