Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

უეფას ევროპალიგის მესამე რაუნდის კენჭისყრა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 18 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და სლოვაკური "სპარტაკის" დუელში გამარჯვებულის მეტოქე შვეიცარიული ”ლიუცერნისა” და შოტლანდიური "სენტ-ჯონსტონის" წყვილში გამარჯვებული იქნება.

 

საფეხბურთო კლუბი "ლიუცერნი" (www.fcl.ch) შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე, გერმანულენოვანი კანტონის წარმომადგენელი გახლავთ. კლუბი 1901 წელს დაარსდა და თავის ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კოლექტივი გახლავთ.

 

"ლიუცერნი" შვეიცარიის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ, 1989 წელს გახდა, 1960 და 1992 წლებში კი გუნდმა საკუთარი ქვეყნის ეროვნული თასი მოიგო. თავის დროზე კლუბში ოტმარ ხიტცფელდს, ჰაკან იაკინს, ალექსანდრ ფრაის და კუბილაი თურქილმაზს უასპარეზიათ.

 

"ლიუცერნის" მთავარი მწვრთნელი 45 წლის ადგილობრივი სპეციალისტი კარლოს ბერნეგერი გახლავთ. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას მრავალი ლეგიონერიც იცავს.

 

უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში შვეიცარიული კლუბის მეტოქე შოტლანდიის წარმომადგენელი, ქალაქ პერთის საფეხბურთო კლუბი "სენტ-ჯონსტონი" (www.perthstjohnstonefc.co.uk) გახლავთ. პერთელებს 50 წლის ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი თომას რაითი წვრთნის. გუნდის დამრიგებელს ერთ დროს "ნიუკასლში", "მანჩესტერ სიტიში" , "ბოლტონში" და ჩრდილოირლანდიელთა ეროვნულ ნაკრებშიც უასპარეზია.

 

თავის დროზე შოტლანდიური კლუბის ფერები ალექს ფერგიუსონს, ალი მაკკოისტს, სერგეი ბალტაჩასა და მიკსუ პაატელაინენს დაუცავთ. გუნდის დღევანდელ შემადგენლობას ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელები შეადგენენ, თუმცა, მათთან ერთად, 4 ინგლისელიც ასპარეზობს. გუნდი თავის ქვეყნის თასის გათამაშების მოქმედი გამარჯვებულია.

 

შვეიცარიულ-შოტლანდიური დუელის პირველი მატჩი გუშინ ლიუცერნში გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. საპასუხო მატჩს კი 24 ივლისს შოტლანდია უმასპინძლებს.


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014