Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე: ეს არ იყო "ზესტაფონის" საუკეთესო თამაში

 

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე
 

17 ივლისს, ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც "ზესტაფონმა" სლოვაკურ "სპარტაკს" უმასპინძლა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გოლი არ გასულა და წყვილიდან შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას საპასუხო მატჩი გაარკვევს, რომელიც ტრნავაში ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

თამაშის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.


გია გეგუჩაძე (ზესტაფონი):
"ჩვენს ფეხბურთელებს მონდომებასა და ბრძოლის ჟინს ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. ამ გუნდისგან უფრო მეტს ველით.

დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს, თუმცა დღევანდელი ფრე და საგოლე მომენტები, რომლებიც "ზესტაფონმა" შექმნა, იმედს მაძლევს, რომ საპასუხო შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ.

თუ "ზესტაფონმა" თავისი ფეხბურთი აჩვენა, ეს ჩვენი მოგების საწინდარი იქნება".

 

* * *

 

იურაი იარაბეკი
 

იურაი იარაბეკი (სპარტაკი):
"ზესტაფონმა" ძალიან კარგად ითამაშა, აგრესიული და ტექნიკური ფეხბურთი დაგვიპირისპირა, საწყის წუთებში ორი საგოლე მომენტი შექმნა ჩვენს კართან, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩით.

შემდეგ ჩვენც გამოვასწორეთ თამაში და გატანაც შეგვეძლო.

საერთო ჯამში, კარგი თამაში გამოვიდა. ანგარიშითაც არ ვარ უკმაყოფილო. ბრძოლა გრძელდება და შანსები კვლავ 50/50-ზეა. "ზესტაფონიდან" 9 (გელაშვილი - ავტ.) და 11 (დვალი - ავტ.) ნომრებს გამოვარჩევ".

 

ალეკო კაკაურიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014