Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ქართულ-სლოვაკური დუელის პირველ მატჩს ყაზახები განსჯიან

 

 

 

 

 

 

 

 

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ვროპალიგის 2014-2015 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ ”ზესტაფონი”-ტრნავას ”სპარტაკის” წყვილის პირველ შეხვედრას ყაზახეთის წარმომადგენელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

17 ივლისს ზესტაფონში გასამართი ქართულ-სლოვაკური დუელის პირველ დაპირისპირებას ყაზახეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ალიევი განსჯის.

 

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა ალმა-ატელი რეფერი საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობას 2013 წლიდან შეუდგა - 27 წლის ალექსანდრ ალიევს აქვს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზე მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, ყაზახეთის წარმომადგენელ რეფერის უმსაჯია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებიც და აზერბაიჯანი- მალტის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრაც.

 

მთავარი არბიტრის ასისტენტთა მოვალეობას სერიკ ჟაპასბაევი და სანჟარ ისკაკოვი შეასრულებენ. სათადარიგო, მეოთხე არბოტრი კი არტიომ კუჩინი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ არტიომ კუჩინისათვის ეს მეორე საევროტურნირო სტუმრობაა ზესტაფონში - 2012 წლის 24 ივლისს ამ არბიტრმა საფეხბურთ კლუბი "ზესტაფონისა" და აზერბაიჯანული "ნეფტჩის" მატჩი იმსაჯა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014