Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.07.2014

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველებს ოთარ ხიზანეიშვილი შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

ოთარ ხიზანეიშვილი
 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა. 32 წლის გამოცდილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 1,5 (0,5+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: ოთარ ხიზანეიშვილი - მცველი; დაბადებულია - 26.09.1981; სიმაღლე - 187 სმ, წონა - 89 კგ.

 

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში:დინამო” (თბილისი) - 1998-2000; სპარტკი(მოსკოვი, რუსეთი) - 2000-2001; როსტსელმაში(როსტოვი, რუსეთი) - 2001; დინამო” (თბილისი) - 2002-2004; დინამო(მოსკოვი, რუსეთი) - 2004; ფრაიბურგი(ფრაიბურგი, გერმანია) - 2005-2008; აუგსბურგი(აუგსბურგი, გერმანია) - 2008-2010; ანჟი(მახაჩკალა, რუსეთი) - 2010; ვოსტოკი(ოსკემენი, ყაზახეთი) - 2011; დინამო” (თბილისი) - 2012-2013; დილა” (გორი) - 2013-2014.

 

ზესტაფონელთა ახალწვეულს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ხოლო ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მას 20 მატჩი აქვს ჩატარებული. 2000 წელს, მოსკოვის "სპარტაკში" ასპარეზობისას, ოთარ ხიზანეიშვილი რუსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ , ჯერ "ფრაიბურგისა", მერე კი "აუგსბურგის" შემადგენლობაში, წარმატებით ასპარეზობდა მეორე ბუნდესლიგაში.

 

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014