12.07.2014
დუბლიორთა სპარინგი მარტვილის "მერანთან"
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მსგავსად, ახალი, 2014-2015 წლების სეზონის დაწყებისათვის კლუბის დუბლიორებიც ემზადებიან. დღეს ჩვენმა მეორე გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა - გიორგი მიქაძის გუნდმა მარტვილის საფეხბურთო კლუბი ”მერანს” იმერული კლუბის ბაზაზე უმასპინძლა.
ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ყანჩაველი, წურწუმია, მოსიძე, რობაქიძე (ხარშილაძე, 63), ახალაძე (ჯომიდავა, 35), გოგია (ეგუტიძე, 71), მარგველაშვილი (კანდელაკი, 59), მაკარიძე (ჩუბინიძე, 85), კალაჯიშვილი (მათეშვილი, 55), ბარბაქაძე (მესხი, 46). მიქელთაძე.
მარტვილელებმა კი ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე (ბეგაშვილი, 46), გეგეჭკორი, მელიავა (გეგია, 67), გეგია (ფაილოძე, 46), ბარბაქაძე, შულაია (ხუბუა, 46), ქაჯაია (ციკოლია, 74), ციკოლია (ბუკია, 59), წულაია (აშორტია, 52), ჩიმაკაძე (ფონიავა, 76), ფონიავა (ციცხვაია, 46)
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ფრედ 3-3 დასრულდა. თავიდან ანგარიშში დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს - გოლი ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა. თუმცა შემდეგ ინიციატივა ხელთ უკვე სტუმრებმა იგდეს და ბესიკ ჩიმაკაძის (24-ე წუთი), ევგენი ქაჯაიასა (50-ე წუთი) და დათა ციცხვაიას (62-ე წუთი) გოლებით უპასუხეს ახალგაზრდა იმერლებს. ამ უკანასკნელთა სასახელოდ უნდა ითქვეს, რომ ანგარიშში ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ისინი არ გატყდნენ და მატჩის გადარჩენაც მოახერხეს - გოლები 76-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ და 85-ეზე დემურ კანდელაკმა გაიტანეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი შეხვედრა მარგველ დუბლიორთათვის მეორე საკონტროლო მატჩი გახდათ - ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ სპარინგში ზესტაფონელებმა პირველი ლიგის ბინადარი თერჯოლის "საპოვნელა" ანგარიშით 4-3 დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით ბექა მიქელთაძემ (3-ჯერ) და გიორგი მაკარიძემ გამოიჩინეს.
|