2014 წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” წლევანდელი ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი ბერძნული საფეხბურთო კლუბ ”ასტერასის” წინააღმდეგ უნდა გაემართა. თუმცა, იმერელთა გეგმებში კორექტივები ამინდმა შეიტანა - ალპებში მოსული ძლიერი წვიმის გამო მატჩი აღარ გაიმართა.
დღევანდელი სპარინგ-მატჩის ჩაშლის შედეგად, გია გეგუჩაძეს დღის განრიგში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა. მიუნჰენის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებამდე ფეხბურთელების სატრენაჟორო დარბაზში დატვირთვა გადაწყდა.
ხვალ დილით საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი სამშობლოში ბრუნდება.