უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" გუშინწინ გამართული მატჩის მეორე დღეს "ზესტაფონის" ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის პროცედურებს აუზსა და საუნაში გადიოდნენ. დღეს დილით კი გუნდმა სრული შემადგენლობით სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცვლა.
საღამოს იმერლები კირხდორფის საფეხბურთო კომპლექსის მწვანე მინდორს დაუბრუნდებიან, ხვალ კი ისევ 2 ვარჯიშის გამართვა იგეგმება. ზეგ, 3 ივლისს, მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ ”პოდბრეზოვას” ბავარიის მხარის ქალაქ ბად რაიჰენჰალში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში გამართული იმერელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.