საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ და დღეს კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს წარმომადგენელთა ორ-ორი ვარჯიში გაიმართა.
ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე ავსტრიულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - ”ზესტაფონი” უკრაინის მოქმედ ჩემპიონს, ქალაქ დონეცკის საფეხბურთო კლუბ ”შახტარს” დაუპირისპირდება. წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით, დონბასელებთან მატჩი 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უკრაინული მხარის თხოვნის გათვალისწინებით, მატჩის ეთი დღით ადრე გამართვა გადაწყდა. ქართულ-უკრაინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) დაიწყება.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.