27.06.2014
კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში
ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 22 წლის ახალწვეულის სახელია ლაშა გვალია. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" უასპარეზია, ბოლოს კი რუსული "ურალის" რიგებში ირიცხებოდა, "ზესტაფონის" ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ლაშა გვალია - ნახევარმცველი; დაბადებულია - 06.10.1991; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 73 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”კოლხეთი” (ფოთი) - 2010-2012; ”დილა” (გორი) - 2012-2013; "ურალი" (ეკატერინბურგი, რუსეთი) - 2013-2014.
უნდა შეგახსენოთ, რომ 2012-2013 წლების სეზონში ლაშა გვალია გორის "დილას" რიგებში თამაშობდა. შიდაქართლელებთან ერთად ფეხბურთელმა წარმატებით იასაპეზა ზედიზედ ორ ევროპულ კომპანიაში და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო და ეფექტური თამაშით დაამახსოვრა. სულ, ახალგაზრდა ნახევარმცველს ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩატარებული 9 შეხვედრა დაუგროვდა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ლაშა გვალიას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2015 წლის ივნისამდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|