Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხვალ დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 24 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში გაიმართება უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის მზადების დასკვნითი მეორე ეტაპი.

 

ევროპული ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, ავსტრიაში 27 ფეხბურთელი მიემგზავრება:

 

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;

 

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე, ოთარ ხიზანეიშვილი;

 

ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ავთო ენდელაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ლაშა გვალია;

 

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, ბექა ტუღუში, ჯონ ჯერემია.

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ავსტრიის რესპუბლიკაში 24 ივნისს, თბილისი - მიუნხენის მარშრუტით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 04:00 საათზე გაემგზავრება. როგორც მოგეხსენებათ, ალპებში იმერლები დაბა კირხდორფის კომფორტაბელურ სასტუმრო "Das Seiwald"-ში დაბინავდებიან და შეკრების მიმდინარეობისას 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014