გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდის დასასრულს მიახლოვებული მზადების პირველი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგვითხრობს.
აქვე მოგახსენებთ, რომ იმერელთა დამრიგებელ გია გეგუჩაძეს დღეს 49 წელი შეუსრულდა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური, კლუბის ყველა თანამშრომლის სახელით, ულოცავს ბატონ გიას დაბადების დღეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს პირად ცხოვრებაში და სამწვრთნელო საქმიანობაში!