Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ გელაშვილი "ზესტაფონში" დაბრუნდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ გელაშვილი
 

2014 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 28 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:

ნიკოლოზ გელაშვილი - თავდამსხმელი: დაბადებულია- 05.08.1985; სიმაღლე - 185 სმ, წონა - 73 კგ.

 

წარმატებული კარიერის მანძილზე ნიკას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია:”კახეთი” (თელავი) - 2003 - 2004, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) - 2005 - 2007, ”ზესტაფონი” - 2008 - 2012, ”ბოხუმი” (გერმანია) - 2012 - 2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) - 2013 - 2014.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონელთა რიგებში პირველად 2008 წლის 23 იანვარს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 30 იანვრამდე იასპარეზა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი, ორჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტულიც (ოქროს მედლების მეორე კომპლექტის მოპოვების გზაზე მდგარ მარგველებს (2011-2012 წ.) ფორვარდი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გატანილი გოლით შეეწია).

 

ნიკოლოზ გელაშვილი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს - ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 63 გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 10 გოლი, 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ახლახანს დასრულებულ სეზონში ნიკამ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, გუნდის მაისურით ფორვარდს 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ნიკოლოზ გელაშვილი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014