13.06.2014
ახალწვეული მარგველთა რიგებში
ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 25 წლის ახალწვეულის სახელია ბექა ტუღუში. თავდამსხმელი, რომელსაც ფოთის "კოლხეთში", რუსთავის "მეტალურგში", ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოში" უასპარეზია, "ზესტაფონის" ღირსებას შემდეგი 2,5 (0,5 + 2 პრინციპით) წლის მანძილზე დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ბექა ტუღუში - თავდამსხმელი; დაბადებულია - 24.01.1989; სიმაღლე - 185 სმ, წონა - 82 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”კოტეპე” (ფინეთი) - 2010-2011; ”ვანტაა” (ფინეთი) - 2011; ”კოლხეთი” (ფოთი) - 2011-2012; ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2012-2013; "მეტალურგი" (რუსთავი) - 2013, ”ტორპედო” (ქუთაისი) - 2014.
უნდა აღინიშნოს, რომ 2012-2013 წლების სეზონში ბექა ტუღუში გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და ქუთათურ კლუბთან ერთად გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. ახლახან დასრულებული სეზონის პირველი ეტაპი მან რუსთავის "მეტალურგში" გაატარა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა და თავი ორი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.
|