Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი "ზესტაფონში" დაბრუნდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯაბა დვალი
 

2014 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - ”ზესტაფონსა” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 29 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:

ჯაბა დვალი - თავდამსხმელი: დაბადებულია- 08.02.1985; სიმაღლე - 176 სმ, წონა - 70 კგ.

 

წარმატებული კარიერის მანძილზე ჯაბას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”დინამო” (თბილისი) - 2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი) - 2005, ”ჩიხურა” (საჩხერე) - 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) - 2007, ”დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) - 2007-2009, ”ზესტაფონი” - 2009-2012, ”დინამო” (თბილისი) - 2012-2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) - 2014.

 

როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა დვალი ზესტაფონელთა რიგებში 2009 წლის 10 ივნისს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 21 აგვისტომდე ასპარეზობდა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ზედიზედ ორი "ოქრო".

 

ჯაბა დვალი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს - ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 45 (აქედან 1 გოლი რუსთავის "ოლიმპთან" 2010 წლის 20 მარტს გამართულ, თუმცა დაუსრულებელ შეხვედრაში) გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 12 გოლი, 2011-2012 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ჩრდილოირლანდიური "ლისბურნის" კარში გატანილი 3 გოლის წყალობით ჯაბა უეფას ევროპალიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახლავთ...

 

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ჯაბა დვალი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014