Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.06.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველები მზადებას განაგრძობენ

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.

 

მზადების ამ ეტაპზე ზესტაფონელები ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ - აქცენტი კი ძალისა და გამძლეობის მაჩვენებლების ამაღლებაზე გათვლილ ვარჯიშებზე კეთდება. ვარჯიშების დასკვნით ნაწილში ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც ეძლევათ.

 

გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 22 წლის ნახევარმცველი ლაშა გვალია, რომელიც ბოლოს რუსულ "ურალში" ირიცხებოდა, მანამდე კი ფოთის "კოლხეთისა" და გორის დილას რიგებში ასპარეზობდა.

 

აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა მზადების მიმდინარეობას ასახავს.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014