როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონმა" საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება...
ზესტაფონის არენის ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩისათვის სათანადოდ მომზადების მიზნით, უკვე რამდენიმე დღეა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანი გახლავთ სტადიონისა და სათამაშო მოედნის გარშემო არსებული ღობეების, ტერიტორიაზე განლაგებული წყლის ავზების და თავად არენის ფასადის განახლება. მიმდინარეობს სამუშაოები ტაბლოსა და ტრიბუნების შეკეთების და ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელებთან მისასვლელი კორიდორების განახლების კუთხით. ამის პარალელურად, მიმდინარეობს საპატიო სტუმართა და ჟურნალისტთა განსათავსებელი სექტორის კეთილმოწყობა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება, ტრიბუნებთან მისასვლელების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასა და პირველ შედეგებსაც ასახავს.