27.05.2014
ოცდახუთი ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში
2014 წლის 17 მაისს დასრულდა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი, ტრადიციისამებრ, გთავაზობთ საქართველოს ყველა ეროვნული ჩემპიონატის (1990-2014 წლები) მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის შემაჯამებელ ცხრილს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 320 მატჩი, აქედან 182 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 64 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 74-ში კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 522-270. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 610 ქულა.
უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ მატჩებში მარგველთა მიერ გატანილი გოლების საერთო რაოდენობამ 522 მიაღწია. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გატანილი საიუბილეო 500-ე გოლი ზესტაფონელებმა სწორედ ახლახანს დასრულებულ ჩემპიონატში იზეიმეს - საიუბილეო გოლი მიმდინარე წლის 2 მარტს "ვიტ-ჯორჯიასთან" მცხეთაში გამართულ შეხვედაში გიორგი კუხიანიძემ გაიტანა..
აქვე უნდა ითქვას იმაზეც, რომ ზესტაფონელთა (აქ მხედველობაში გვაქვს უმაღლეს ლიგაში ქალაქის წარმომადგენელი სამივე კლუბის საერთო მონაგარი) მიერ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობამ 600 გადააჭარბა და სადღეისოდ 631 შეადგენს.
ყველა ეროვნული ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით შეჯამებულ ცხრილში მნიშვნელოვანი და მარგველთათვის ფრიად სასიამოვნო ცვლილება მოხდა - იმერლებმა ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო კლუბების, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის ”ტორპედოს” შემდეგ, ეროვნული პირველობის მატჩებში მოპოვებულ ქულათა 1000-ანი ზღვარი გადალახეს (სადღეისოდ ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარი 1003 ქულას შეადგენს) და 25-ვე ეროვნული ჩემპიონატის დაჯამებულ ცხრილში საპატიო მესამე პოზიციაზე დამკვიდრნენ.
№ |
გუნდი |
ჩ. |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბურთები |
ქ |
1 |
"დინამო" (თბილისი) (+) |
25 |
787 |
551 |
133 |
103 |
1959-588 |
1786 |
2 |
"ტორპედო" (ქუთაისი) (+) |
22 |
689 |
359 |
133 |
197 |
1191-779 |
1210 |
3 |
ზესტაფონი * (+) |
20 |
631 |
295 |
118 |
218 |
969-836 |
1003 |
2004-14 |
"ზესტაფონი" (+) |
10 |
320 |
182 |
64 |
74 |
522-270 |
610 |
2001-03 |
"მეტალურგი" |
2 |
64 |
15 |
11 |
38 |
50-123 |
56 |
1991-98 |
"მარგვეთი" |
8 |
247 |
98 |
43 |
106 |
397-443 |
337 |
4 |
"კოლხეთი-1913" (ფოთი) |
20 |
631 |
274 |
123 |
234 |
910-792 |
945 |
5 |
”მეტალურგი” (რუსთავი) ** (+) |
18 |
567 |
270 |
127 |
170 |
766-570 |
937 |
6 |
"დინამო" (ბათუმი) |
20 |
612 |
260 |
131 |
221 |
913-692 |
911 |
7 |
"ვიტ-ჯორჯია" (თბილისი) (+) |
17 |
537 |
254 |
136 |
147 |
732-502 |
898 |
8 |
"სიონი" (ბოლნისი) (+) |
19 |
600 |
216 |
130 |
254 |
|
778 |
9 |
"დილა" (გორი) (+) |
21 |
654 |
212 |
109 |
333 |
772-1032 |
745 |
10 |
”ზუგდიდი” *** (+) |
17 |
531 |
186 |
83 |
262 |
690-867 |
641 |
11 |
"ლოკომოტივი" (თბილისი) |
13 |
400 |
174 |
97 |
129 |
503-391 |
619 |
12 |
"გორდა" (რუსთავი) |
14 |
435 |
181 |
76 |
178 |
680-612 |
619 |
13 |
"სამტრედია" |
13 |
408 |
143 |
72 |
193 |
544-681 |
501 |
14 |
"შევარდენი" (თსუ) (თბილისი) |
12 |
373 |
134 |
70 |
169 |
510-571 |
472 |
15 |
"გურია" (ლანჩხუთი) (+) |
12 |
370 |
136 |
45 |
189 |
522-710 |
453 |
16 |
"სამგურალი" (წყალტუბო) |
11 |
333 |
113 |
53 |
167 |
396-584 |
392 |
17 |
”სპარტაკი” (ცხინვალი) **** (+) |
8 |
262 |
63 |
52 |
147 |
239-456 |
241 |
18 |
"ივერია" (ხაშური) |
7 |
213 |
62 |
31 |
120 |
235-416 |
217 |
19 |
"კახეთი" (თელავი) |
7 |
214 |
62 |
27 |
125 |
269-473 |
213 |
20 |
"ცხუმი" (”დინამო”) (სოხუმი) |
5 |
153 |
59 |
22 |
72 |
265-269 |
199 |
21 |
"ალაზანი" (გურჯაანი) |
4 |
125 |
55 |
20 |
50 |
197-224 |
185 |
22 |
"ამერი" (თბილისი) |
3 |
82 |
47 |
13 |
22 |
133-67 |
154 |
23 |
"ბორჯომი" |
4 |
112 |
38 |
19 |
55 |
132-185 |
133 |
24 |
"ჩიხურა" (საჩხერე) (+) |
3 |
91 |
36 |
19 |
36 |
120-135 |
127 |
25 |
"კოლხეთი" (ხობი) |
4 |
119 |
33 |
25 |
61 |
154-208 |
124 |
26 |
"მზიური" (გალი) |
3 |
91 |
33 |
16 |
42 |
125-162 |
115 |
27 |
"ამირანი" (ოჩამჩირე) |
3 |
91 |
27 |
21 |
43 |
111-148 |
102 |
28 |
"მერანი" (მარტვილი) (+) |
3 |
100 |
27 |
13 |
60 |
94-170 |
94 |
29 |
"მერცხალი" (ოზურგეთი) |
4 |
123 |
24 |
22 |
77 |
122-248 |
94 |
30 |
"მრეტები" (თბილისი) |
3 |
106 |
26 |
15 |
65 |
114-210 |
93 |
31 |
"საპოვნელა" (თერჯოლა) |
2 |
66 |
25 |
11 |
30 |
98-122 |
86 |
32 |
"გაგრა" |
3 |
102 |
21 |
23 |
58 |
88-160 |
86 |
33 |
"მესხეთი" (ახალციხე) |
2 |
56 |
18 |
14 |
24 |
52-72 |
68 |
34 |
"სულორი" (ვანი) |
2 |
57 |
19 |
10 |
28 |
82-123 |
67 |
35 |
"მაღაროელი" (ჭიათურა) |
2 |
66 |
18 |
11 |
37 |
81-145 |
65 |
36 |
"არსენალი" (თბილისი) |
2 |
58 |
14 |
14 |
30 |
55-94 |
56 |
37 |
”სპარტაკი” (თბილისი) |
2 |
62 |
12 |
11 |
39 |
44-115 |
47 |
38 |
"მერანი" (თბილისი) |
2 |
52 |
12 |
9 |
31 |
35-95 |
45 |
39 |
"შუქურა" (ქობულეთი) |
1 |
30 |
13 |
3 |
14 |
44-57 |
42 |
40 |
"მცხეთა-ურიონი" |
1 |
33 |
12 |
5 |
16 |
41-63 |
41 |
41 |
"დურუჯი" (ყვარელი) |
2 |
60 |
9 |
4 |
47 |
51-192 |
31 |
42 |
"მილანი" (წნორი) |
1 |
32 |
6 |
8 |
18 |
18-54 |
26 |
43 |
"თბილისი" (დინამო-2) |
1 |
28 |
6 |
6 |
16 |
33-57 |
24 |
44 |
"ეგრისი" (სენაკი) |
1 |
30 |
5 |
2 |
23 |
42-90 |
17 |
პირობითი აღნიშვნები: (ჩ) - ჩემპიონატების საერთო რაოდენობა, (თ) - თამაშების საერთო რაოდენობა, (მ) - მოგებათა საერთო რაოდენობა, (ფ) - ფრეთა საერთო რაოდენობა, (წ) - წაგებათა საერთო რაოდენობა, (ქ) - ქულათა საერთო რაოდენობა.
შენიშვნები:
* - მოცემულია ქალაქ ზესტაფონის გუნდების (”მარგვეთი”, ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი.
** - საფეხბურთო კლუბ ”თბილისის” (ყოფილი ”მერანი-91”) საერთო მონაგარს ემატება რუსთავის საფეხბურთო კლუბების ”ოლიმპისა” და ”მეტალურგის” შედეგები.
*** - მოცემულია ქალაქ ზუგდიდის გუნდების (”ოდიში”, ”მგლები”, ”ბაია” და "ზუგდიდის" ) საერთო მონაგარი.
**** - მოცემულია ქალაქ ცხინვალის გუნდების (”ლიახვი”, ”ცხინვალი” და ”სპარტაკი”) საერთო მონაგარი.
(+) - XXV ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე. |
შეგახსენებთ, რომ თბილისურ "დინამოსთან" და "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ქართული კლუბების სამეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "ტრიოს" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღიდან შექმნისა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 67 მატჩი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში, რომელთაგან 40 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 14 დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-50. საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში კი იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ.
ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 22 მატჩი, რომელთაგან 6 დასრულდა მათი გამარჯვებით, 6 დასრულდა ფრედ, 10-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-28.
თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი მოგახსენებთ, რომ სულ, 2014 წლის 26 მაისის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 412 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს 229 გამარჯვება და 85 ფრე, განცდილი აქვს 98 მარცხი, მეტოქეთა კარში გატანილი 683 აქვს და მიღებული აქვს 350 ბურთი.
|