Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

 

21.05.2014

 

 

 

 

 

 

 

სტატისტიკა და ციფრები

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირი მიმდინარე წლის 17 მაისს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა ხასიათის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 320 მატჩი, აქედან 182 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 64 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 74-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 522-270. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 610 ქულა.

 

რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, ის დღეისათვის ზესტაფონელთა მაისურით 155 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძე ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარგველთა ექს-კაპიტანს გუნდის ღირსება ერთბაშად 9 ეროვნულ ჩემპიონატში დაუცავს. დღესდღეობით გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელთაგან საუკეთესო მაჩვენებლები ლევან შარიქაძესა (69 მატჩი) და თეიმურაზ ღონღაძეს (61 მატჩი) აქვთ, გიორგი ჭანკოტაძეს კი ჩვენი გუნდის რიგებში 6 ეროვნულ ჩემპიონატში უასპარეზია.

 

ახლახან დასრულებული პირველობის 32 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით მწვანე მინდორზე 36 ფეხბურთელი გავიდა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 48 გოლიდან 47 ზემოიმერული გუნდის 17 ფეხბურთელის ანგარიშზეა, ერთიც საკუთარ კარში ქუთაისის "ტორპედოს" მცველმა გიორგი ხიდეშელმა გაიტანა.

 

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას ზემოიმერლებმა 48 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღეს. ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 25 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 19 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 3 გოლი გაიტანეს.

 

48 გოლიდან 22 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება 26-ჯერ მოახერხეს. გოლების დიდი ნაწილი (13) მარგველებმა მატჩების დასკვნით 15 წუთში გაიტანეს, რაც საერთო რიცხვის 27,1 % შეადგენს. 46-დან 60-ე წუთამდე - 9 გოლი (18,8 %), 7-7 გოლი (14,6 %) 0-15, 16-30 და 30-45 წუთების შუალედში იქნა გატანილი. ყველაზე ნაკლები გოლი კი 60-75 წუთებზე - სულ რაღაც 5 (10,4 %). 32 შეხვედრის პირველ ტაიმებში - 21 (43,75 %), ხოლო მეორე ტაიმებში - 27 (56,25 %) გოლი გავიდა. XXV ეროვნული ჩემპიონატში იმერელთა საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით ნიკა საბანაძე გახდა.

 

 

 

 
XXV ეროვნული ჩემპიონატი. ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

ლევან შარიქაძე

30

2468
3
8

-

რენე ფერეირა

29

2387
1
5

-

ვახტანგ ჭანტურიშვილი

28

2030

4

6

1

თედორე გრიგალაშვილი

20

1576

-

5

1

გიორგი ჭანკოტაძე

18

849

2

1

-

როინ კვასხვაძე
16
1440
- 15

-

-

თორნიკე გრიგალაშვილი

15

1350

-

2

-

ნაემეკა აჯურუ

15

1331

-

1

-

ბოიან პავლოვიჩი

15

1306

- 8

-

-

გრიგოლ დოლიძე

15

1266

1

1

-

ნიკა საბანაძე

15

1131

8

-

-

გიორგი გურული

14

1260

-

1

-

ზაზა ჭელიძე

14

1260

1

2

-

რევაზ გეწაძე

14

1067

6

1

-

გიოორგი კუხიანიძე

14

936

2

-

-

ავთო ენდელაძე

14

564

1

1

-

თეიმურაზ ღონღაძე

13

1170

-

2

-

საბა ლომია

13

804

4

1

-

 

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

დიმიტრი ტატანაშვილი

13

705

3

-

-

გურამ სამუშია

13

700

-

1

-

ლევან კუტალია

13

669

-

2

-

ილია კანდელაკი

12

999

-

-

-

გიორგი ფანცულაია

12

318

1

-

-

მალხაზ გაგოშიძე

11

778

-

1

-

სანდრო გურული

11

649

-

-

-

მიშო სარდალიშვილი

10

160

-

-

-

ირაკლი ქობალია

8

678

4

4

-

გიორგი ადამია

8

596

2

1

-

თორნიკე კაპანაძე

7

179

3

-

-

გიორგი კაჭკაჭიშვილი

6

513

1

2

1
ოთარ კვერნაძე

3

7

-

-

-

ბორისლავ ტერზიჩი

2

180

-

-

-

კახაბერ მეშველიანი

2

135

-

-

-

დავით რაჟამაშვილი

2

92

-

-

-

მოჰამედ რეკრუკი

2

34

-

-

-

ნოდარ კიკნაველიძე

1

5

-

-

-

1 გოლი - გიორგი ხიდეშელი (ტორპედო, ავტოგოლი)

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014