Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.05.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცამეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი, ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ყანჩაველი, ახალაია (გეწაძე, 82), კუპრაშვილი, მოსიძე, ჭურაძე (ომარ გრიგალაშვილი, 50), ვაჭარაძე (გოცაძე, 46), მარგველაშვილი, ბარბაქაძე (ბუბულაშვილი, 88), ეგუტიძე, კალაჯიშვილი, კანდელაკი.

 

უნდა ითქვას, რომ დუბლიორთა ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ზესტაფონელებმა მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს. სხვადასხვა მიზეზის გამო ვეტერინარებთან მატჩი გუნდის ერთბაშად რამდენიმე წევრმა გამოტოვა და მოედანზე ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი გავიდა.

 

მატჩი ვეტერინართა ფორვარდის ნიკოლოზ დადიანის ბენეფისად იქცა - პირველი ნახევარი სტუმრებმა სწორედ მათი "ცხრიანის" 19-ე და 35-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით 2-0 მოიგეს. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ერეკლე ხვისტანმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა...

 

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა იმერლებმა გაიბრძოლეს და დემურ კანდელაკის მიერ შესრულებული დუბლის (63-ე და 73-ე წუთები) შემდეგ მათ მატჩის გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ, თუმცა მათ იმედებს "ცივი შხაპი" ისევ ნიკოლოზ დადიანმა გადაასხა, რომელმაც თავის დღევანდელ მონაგარს კიდევ ორი გოლი (68-ე და 78-ე წუთები) შემატა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - ვეტერინართა გამარჯვება ანგარიშით 5-2.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდმა, რომელმაც ტურნირის საბოლოო ცხრილში 43 ქულა მოაგროვა, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა პირველობა მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014