Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.05.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 4 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეათე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, მოსიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კუპრაშვილი, მარგველაშვილი (ბარბაქაძე, 50), გოგია, კაკუშაძე (ეგუტიძე, 63), მაკარიძე (ჭურაძე, 66), სარდალიშვილი (კალაჯიშვილი, 40), კანდელაკი (კვარაცხელია, 70).

 

დუბლიორთა მიმდინარე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულისათვის მებრძოლ რუსთაველთა და "ზესტაფონის" მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ 0-0 დასრულდა. არადა, ტაიმის მსვლელობისას სტუმრებს ანგარიშში დაწინაურებას ორი კარგი შესაძლებლობა მიეცათ - მიხეილ სარდალიშვილსა და იონა კალაჯიშვილს მიზნის მისაღწევად ცოტა დააკლდათ.

 

დღევანდელი მატჩის ბედი მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილში გადაწყდა - რუსთაველმა ოთარ კიტეიშვილმა ერთი გოლი თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში გაიტანა, 49-ე წუთზე კი დუბლიც შეასრულა. ორბურთიანი სხვაობით ანგარიშში ჩამორჩენილი ზესტაფონელების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც 65-ე წუთზე მატჩის არბიტრმა მოედნიდან თორნიკე გრიგალაშვილი გააძევა. მატჩის ბოლოს კი იმერლები მოედანზე სულაც ცხრა კაცის შემადგენლობით დარჩნენ - 74-ე წუთზე ბადრი კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქვემოქართლელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014