გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც შაბათს, 3 მაისს საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩისათვის მასპინძელთა მზადების შესახებ მოგვითხრობს.
თბილისის "დინამოსთან" გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის თბილისელი არბიტრი ოთარ ხეცაძე განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.