Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

30.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

 

 

 

 

 

 

 

 

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ საღამოს გუნდმა ერთხელ ივარჯიშა, დღეს ერთი, დილით გასამართი ვარჯიში იგეგმება, ხვალიდან კი გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

 

ზესტაფონელები 3 მაისს თბილისის "დინამოსთან" საშინაო კედლებში გასამართი შეხვედრისათვის სრული შემადგენლობით ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ნიგერიელი ნახევარმცველი ნაემეკა აჯურუ , რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა გუშიანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014