Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 17 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ქუთაისის ”ტორპედოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ენდელაძე (მოსიძე, 46), გაგოშიძე, გელაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (ჭურაძე, 46), მარგველაშვილი (იელიჩი, 65), მაკარიძე, კაკუშაძე, სარდალიშვილი (კალაჯიშვილი, 46), ფანცულაია (კანდელაკი, 46), მიქელთაძე.

 

შეხვედრა მასპინძელთა მწვავე შეტევებით დაიწყო და უკვე 18-ე წუთისთვის ანგარიში 4-0 გახლდათ. ავთო ენდელაძის უზუსტესი ფლანგური გადაცემის შემდეგ უკვე 10-ე წუთზე მასპინძლები ბექა მიქელთაძემ დააწინაურა. ამას 14-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილის, 17-ე წუთზე ბექა მიქელთაძისა და 18-ე წუთზე გიორგი ფანცულაიას მიერ გატანილი გოლები მოჰყვა.

 

ასეთი სასტარტო მონაკვეთის შემდეგ ზესტაფონელებმა თავს მცირე მოდუნების უფლება მისცეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ - 23-ე წუთზე თავი ტორპედოელმა გია ღვიტიძემ გამოიჩინა. ოთხბურთიანი "სტატუს-ქვო" მასპინძლებმა 42-ე წუთზე აღადგინეს - დუბლი გიორგი ფანცულაიამ შეასრულა.

 

"ცალკარა" შეხვედრის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა - 56-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ მეექვსედ აიღო ქუთათურთა კარი, 65-ეზე მორიგი გოლი ბექა მიქელთაძემ მიითვალა, 70-ე წუთზე კი იონა კალაჯიშვილმა გამოიჩნა თავი. რაც შეეხება დღევანდელ უხვგოლიან შეხვედრაში შესრულებულ "ბოლო აკორდს", ის 78-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეასრულა და ე. წ. "პოკერის" ავტორიც გახდა. ზესტაფონელთა შთამბეჭდავი გამარჯვება ანგარიშით 9-1.

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014