მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერული გუნდი საკუთარ ქალაქში შეიკრიბა და ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, 19 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრას, რომელშიც ზესტაფონელები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონს" დაუპირისპირდებიან.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.