Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.03.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 26 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამესამე ტურის მატჩები. საჩხერის ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, თედ. გრიგალაშვილი, ენდელაძე, აჯურუ, კაკუშაძე (გოგია, 70), მარგველაშვილი, სარდალიშვილი (კალაჯიშვილი, 83), კანდელაკი (ეგუტიძე, 66), კაპანაძე (ბარბაქაძე, 85).

 

"ჩიხურას" დუბლიორთა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და უკვე 17-ე წუთზე ამ აქტიურობამ შედეგიც მოიტანა - მასპინძელთა საჯარიმოს ხაზიდან მიხეილ სარდალიშვილის მიერ ზუსტად შესრულებული დარტყმის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. ორივე გუნდის მრავალი მცდელობის მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

მეორე ტაიმი "ჩიხურას" შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ დავით კუპატაძესაც მოუწია. თანდათანობით სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს, შემდეგ კი უპირატესობას თავად დაეუფლნენ და ანგარიშში კიდევ უფრო დაწინაურების რამდენიმე შანსი გაატანეს ქარს... შედეგად, მომენტების განიავების გამო ზესტაფონელები 90-ე წუთზე დაისაჯნენ - საჩხერელი ალექსანდრე ივანიშვილის დარტყმა უნაკლო გამოდგა.

 

ზესტაფონელი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა მაინც მოახერხეს და არბიტრის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი საჩხერელთა კარში თედორე გრიგალაშვილმა გაიტანა - 2-1.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014