ორდღიანი დასვენების შემდეგ იმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ საღამოს გუნდმა ერთხელ ივარჯიშა, დღევანდელი დღე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დატვირთვებით დაიწყო და საღამოს გამართული ორმხრივი მატჩით დასრულდა.
ზესტაფონელები 25 მარტს რუსთავის "მეტალურგთან" საშინაო კედლებში გასამართი შეხვედრისათვის სრული შემადგენლობით ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა გუნდის სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.