ორდღიანი დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, ოცდამეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონს" ესტუმრებიან.
გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.