Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.03.2014

 

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 10 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორ. გრიგალაშვილი, მოსიძე, გაგოშიძე, ენდელაძე, აჯურუ (მარგველაშვილი, 80), მაკარიძე (გოგია, 75), ბარბაქაძე (ეგუტიძე, 53), კანდელაკი (ჭურაძე, 85), კაკუშაძე, მიქელთაძე (ვაჭარაძე, 88).

 

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე 9-ე წუთზე მარტვილელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილთან პირისპირ გასულმა ბექა მიქელთაძემ თავის გუნდი დააწინაურა. ზესტაფონელები სათამაშო უპირატესობას ამის შემდეგაც ფლობდნენ და რომ არა "მერანის" გოლკიპერის კარგი თამაში, მატჩის საბოლოო ანგარიში სულ სხვაგვარი იქნებოდა.

 

44-ე წუთზე იმერლებმა მაინც მოახერხეს გატანა - "ზესტაფონის" კარგი შეტევა ბექა კაკუშაძის გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრებს ანგარიშის შემცირების მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა გიორგი ჭეიშვილის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა კახაბერ მეშველიანმა მოიგერია.

 

მეორე ტაიმის დაწყებიდან ცხრა წუთში ანგარიში მაინც შეიცვალა - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი ჭეიშვილმა ისარგებლა და მარტვილელებს მატჩის გადარჩენის იმედი დაუტოვა. თავის მხრივ, მარგველებმა ტემპს უმატეს და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის შესახებ საკითხი მალევე დახურეს - 70-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ დუბლი შეასრულა და იმერულ-მეგრული დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-1.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014