ორდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ორგზის ჩემპიონები ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგნენ. უნდა ითქვას, რომ დღეს საღამოს გამართულ ვარჯიშს ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ოთხი ფეხბურთელი აკლდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული კახაბერ მეშეველიანის, თედორე გრიგალაშვილის, გიორგი ფანცულაიასა და ავთო ენდელაძის გარდა, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ნაემეკა აჯურუსა და დავით კუპატაძეს.
როგორც მოგეხსენებათ, მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 9 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩში, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, იმერლები მარტვილის ”მერანს” უმასპინძლებენ. ჩვენ კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...