03.03.2014
დუბლიორთა ტურნირის მეოცე ტური
2014 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოცე ტურის მატჩები. ჩვენი კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს ზესტაფონელთა რეზერვისტებიც მცხეთაში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე (მახათაძე, 46), გაგოშიძე, მოსიძე, არველაძე, კუპრაშვილი (ჭურაძე, 65), აჯურუ, მაკარიძე, სარდალიშვილი, კაკუშაძე (ბარბაქაძე, 59), მიქელთაძე, კანდელაკი.
ვეტერინართა დუბლების და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში გაილია. მოედანზე შექმნილ ასეთ ვითარებაში უფრო მეტად მასპინძლებს გაუმართლათ - 22-ე წუთზე დავით კუპატაძის კარის სიახლოვეს სახიფათო პოზიციაზე გასულმა ერეკლე ხვისტანმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმი კი სტუმართა უპირობო უპირატესობით წარიმართა, რად ღირს მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ პირველი დარტყმა იმერელთა კარის მიმართულებით თბილისელებმა მხოლოდ 80-ე წუთზე განახორციელეს. ზესტაფონელთაგან რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს ბექა მიქელთაძე, მიხეილ სარდფალიშვილი და დემურ კანდელაკი იყვნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვეტერინართა ახალგაზრდა გოლკიპერის დანტე ჩალიგავას საიმედო თამაში - სამ ეპიზოდში თბილისელთა მეკარემ მასთან პირისპირ გასულ ოპონენტებს აჯობა. "ვიტ-ჯორჯიას" დუბლიორთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |