Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

21.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

სეზონი ცხინვალელებთან გადადებული მატჩით განახლდება

 

 

 

 

 

 

 

 

შაბათს, 22 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის პირველ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეჩვიდმეტე ტურის უამინდობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ "სპარტაკს" დაუპირისპირდებიან.

 

ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან "ზესტაფონის" პირველ დაპირისპირებას 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი - მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0; 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე "ცხინვალი" დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის "სპარტაკს", ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.

 

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ცხინვალის "სპარტაკს" ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ: 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 6-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 40:16.

 

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ - ორივე ექს-ზესტაფონელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი "ზესტაფონის" მაისურით ასპარეზობისას "სპარტაკის" კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული ...

 

ცხინვალის "სპარტაკთან" შაბათს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა მოემსახურება, 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014