14.02.2014
დუბლიორთა გამარჯვება "საპოვნელასთან" შეხვედრაში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის განახლებისათვის კლუბის დუბლიორებიც ემზადებიან. გუშინ ჩვენმა მეორე გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა - გიორგი მიქაძის გუნდმა პირველი ლიგის წარმომადგენელ თერჯოლის საფეხბურთო კლუბი ”საპოვნელას” კლუბის ბაზაზე უმასპინძლა.
ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მახათაძე (გიორგაძე, 60), ჭურაძე, გელაშვილი (გოგია, 60), წურწუმია (კუპრაშვილი, 60), მოსიძე, არველაძე (ვაჭარაძე, 60), ქიქავა, ეგუტიძე, კალაჯიშვილი, ბარბაქაძე, მიქელთაძე.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, ორმხრივ შეტევებში წარიმართა. თავიდან ანგარიშში დაწინაურება თერჯოლელებმა მოახერხეს. თუმცა მასპინძლებმა გუნდის კაპიტნის ბექა მიქელთაძის მიერ შესრულებული დუბლით უპასუხეს. პირველი ტაიმის ბოლომდე ზესტაფონელთა გოლკიპერმა გია მახათაძემ თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. ამის მიუხედავად, შესვენებისთვის ანგარიში ისევ საყაიმო იყო - "ზესტაფონის" კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოში შეიქმნა მცირე არეულობა, რომლიც "საპოვნელას" ფეხბურთელებმა კარგად გამოიყენეს.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე "ზესტაფონის" დუბლიორებმა უფრო გამოცდილ ოპონენტებს შეუტიეს და რამდენიმე წუთის ინტერვალით დუბლი უკვე იონა კალაჯიშვილმა შეასრულა. მართალია, მატჩის მიწურულს თერჯოლელებმა ერთი ბურთი გაჰქვითეს, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს - 4-3.
|