საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. გუშინ საღამოს, ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართული მატჩის შემდეგ, აღდგენითი ხასიათის ღონისძიებები აუზსა და საუნაში ჩატარდა. დღეს კი სასტუმრო "სუსესის" საფეხბურთო მოედანზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.
ხმელთაშუა ზღვის თურქულ ნაპირებზე დილიდან უამინდობამ კი დაისადგურა, თუმცა ძლიერი წვიმის მიუხედავად, ზესტაფონელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ რამდენიმე ფოტოსურათს...
აქვე შეგახსენებთ იმას, რომ თურქული შეკრების დასკვნით საკონტროლო შეხვედრას იმერლები 16 თებერვალს მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ "ტურნოვოსთან" გამართავენ.