საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს.დღეს სასტუმრო "სუსესის" საფეხბურთო კომპლექსის მოედნებზე ზემოიმერული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.
ხვალ კი საქართველოს ორგზის ჩემპიონი მიმდინარე შეკრებაზე რიგით მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სერბეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს, ქალაქ პეჩინცის საფეხბურთო კლუბ ”დონიი სრემს” დაუპირისპირდება. ქართულ-სერბული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...