Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

თეიმურაზ ღონღაძე იმერელთა ახალი კაპიტანია

 

 

 

 

 

 

 

 

გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდში არჩევნები გაიმართა - ზემოიმერული გუნდის ახალი კაპიტნისა და სამი ვიცე-კაპიტნის ვინაობას კენჭი თავად ფეხბურთელებმა უყარეს.

 

უნდა ითქვას, რომ კაპიტნის არჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ გუნდი გაემგზავრა ქალაქ ანტალიაში, სადაც ერთკვირიანი შრომით დატვირთულ სპორტსმენებსა და გუნდის პერსონალს მცირე დასვენებისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცა. რაც შეეხება არჩევნებს, მისი შედეგები დღეს გამართული თეორიული მეცადინეობის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააჟღერა.

 

მაშ ასე, ხმათა დიდი უმრავლესობით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ახალ კაპიტნად თეიმურაზ ღონღაძეა არჩეული. დღეიდან გუნდს სამი ვიცე-კაპიტანი ჰყავს, ამ საპატიო მისიას გრიგოლ დოლიძე, ზაზა ჭელიძე და ლევან შარიქაძე შეასრულებენ.

 

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც არჩევნების შედეგების გაჟღერების საზეიმო ცერემონიალის მიმდინარეობას ასახავს...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014