Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

იმერლებს სერბი მეკარე შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. თურქულ ბელეკში მყოფი მარგველების ბანაკს გუშინ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის სერბი ბოიან პავლოვიჩი გოლკიპერი გახლავთ. სხვადასხვა დროს მას "ცრვენა ზვეზდას", აზერბაიჯანული "ყარაბახის", ისრაელის "ჰაპოელისა" და სერბული საფეხბურთო კლუბ "ოფკ"-ს რიგებში უასპარეზია.

 

უნდა მოგახსენოთ, რომ მოლოდინის მიუხედავად, საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ არ დართო ომარ მიგინეიშვილს იმერელთა რიგებში მიმდინარე სეზონში ასპარეზობის უფლება. აქედან გამომდინარე, კლუბებსა და ფეხბურთელს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა...

 

რაც შეეხება ბოიან პავლოვიჩს, რომელმაც ზესტაფონელებთან ერთად გუშინ და დღეს უკვე ივარჯიშა. ფეხბურთის ქართველ მოყვარულს ეს ფეხბურთელი თბილისის "დინამოსა" და ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" შორის 2009-2010 წლების სეზონში გამართული მატჩების შემდეგ უნდა ახსოვდეს. უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველოში და სერბეთში გამართულ მატჩებში ბელგრადელთა ღირსებას სწორედ ეს გოლკიპერი იცავდა.

 

ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი იმერლები მიმდინარე თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავენ - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩეხეთის "გამბრინუს-ლიგის" წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”პრშიბრამს დაუპირისპირდება. ქართულ-ჩეხური დაპირისპირება "სუსესის" სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30 საათზე) დაიწყება.

 

ჩვენ კი ზესტაფონელთა რიგებში ბოიან პავლოვიჩის პირველი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014