საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას. დღეს სასტუმრო "სუსესის" სპორტული კომპლექსის მწვანე მოედნებზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.
ხვალ საქართველოს ორგზის ჩემპიონი წლევანდელი თურქული შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ვიცე-ჩემპიონს, უეფას ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მონაწილესა და საკუთარი ქვეყნის მიმდინარე პირველობის ერთ-ერთ ლიდერს, ქალაქ ტარგუ ჟიუს საფეხბურთო კლუბ ”პანდურიის” სასტუმრო "სუსესის" ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზედაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:30 საათზე (თბილისის დროით 19:30 საათზე) დაიწყება.
ჩვენ კი გთავაზობთ მცირე სიუჟეტს შეკრების მიმდინარეობის შესახებ.