Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ვარჯიში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადების ფარგლებში თურქეთში გასამართი ეტაპის გავლას შეუდგა. დღეს დილით, სასტუმრო "სუსესი ლუქსური რეზორტის" კუთვნილი საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მინდორზე, გუნდმა მიმდინარე შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართა.

 

ზესტაფონელები საქმეს დილიდანვე შეუდგნენ - ზემოიმერელთა პირველი ვარჯიში 10:30-დან 12:00 საათამდე გაგრძელდა. თავდაპირველად გუნდი ფიზიკურად დაიტვირთა - ბიჭებს ივან ვუჩეტიჩის ხელმძღვანელობით ძალისა და სისწრაფის მაჩვენებლების განვითარება-გაუმჯობესებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსის შესრულება მოუხდათ.

 

ამის შემდეგ გურამ ასპინძელშვილისა და კახაბერ ჩხეტიანის დახმარებით გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ბურთითაც ამუშავა. ადგილობრივი დროით 16:30 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის, საღამოს კი ფეხბურთელებს აღდგენითი ღონისძიებები ელოდებათ.

 

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე გამართული ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მისმდინარეობას ასახავს.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014