Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ბენდელას თასის" მესამე ტურის შეხვედრა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

"ბენდელას თასის“ ოცდამესამე გათამაშების დასავლურ ქვეჯგუფში დღეს მესამე ტურის ერთი მატჩი შედგა. ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდი პირველი ლიგის ბინადარ, ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდა.

 

ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: გიორგაძე, გელაშვილი, რობაქიძე, ჭურაძე, წურწუმია (გრიგალაშვილი 60), არველაძე, ქიქავა, ვაჭარაძე (რაზმაძე 80), ეგუტიძე (კალაჯიშვილი, 54), ბარბაქაძე (ბუბულაშვილი 86), მიქელთაძე.

 

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მასპინძლებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ვაჭარაძის დარტყმული ოდნავ ასცდა სტუმართა კარს. შეხვედრის მეოცე წუთზე ზესტაფონელთა მცველმა მირიან რობაქიძემ საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა ხონელთა მიერ შესრულებული დარტყმა მეკარე ბორის გიორგაძის ნადავლი აღმოჩნდა.

 

მალევე მასპინძელთაგან არველაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტიამოდგა. ტაიმის ბოლოს ბარბაქაძის შორეული გასროლაც არაზუსტი გამოდგა და პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.

 

თამაშის 53-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - საჯარიმოს გარედან ბექა მიქელთაძის ძლიერი დარტყმა ხონელთა კარის ბადეში შევარდა. ხონელები გააქტიურდნენ და ანგარიში მალევე გაათანაბრეს - 65-ე წუთზე საჯარიმო დარტყმას თავით სერგო ჯალაღანია გამოეხმაურა და 1-1.

 

სტუმრებს დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა ჩიხლაძის შორეული დარტყმა ხარიხამ აისხლიტა. შეხვედრის 75-ე წუთზე კალაჯიშვილმა ზუსტი თავურით ზესტაფონლები წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს კალაჯიშვილმა დუბლიც გაიფორმა, მიქელთაძის შესაშური პასი კარგად შეირგო და გოლად აქცია. ზესტაფონლებმა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს - 3-1.

 

დიმა ნებიერიძე, სპეციალურად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტისთვის

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014