| 31.01.2014                 ”ზესტაფონი” თურქეთში მიემგზავრება                ხვალ დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”  პირველი გუნდი გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც 1 თებერვლიდან 17 თებერვლამდე  პერიოდში გაიმართება  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის    მზადების დასკვნითი მეორე  ეტაპი.     საგაზაფხულო ბატალიებისათვის მომზადების  მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის  გია გეგუჩაძის  გადაწყვეტილებით,  თურქეთში   25 ფეხბურთელი მიემგზავრება:   მეკარეები:  კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;   მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი,  რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე;    ნახევარმცველები:  გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე,   ნაემეკა აჯურუ, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ბექა კაკუშაძე, გიორგი მაკარიძე;   თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი,  ნიკა საბანაძე,  გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.     საქართველოს ორგზის ჩემპიონი  თურქეთის რესპუბლიკაში 1 თებერვალს, თბილისი - სტამბული - ანტალია - ბელეკის  მარშრუტით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:20 საათზე გაემგზავრება.  როგორც მოგეხსენებათ, ხმელთაშუა ზღვის  სანაპიროზე ზესტაფონელები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "Susesi Luxury Resort"-ში დაბინავდებიან და შეკრების მიმდინარეობისას 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ ...   |